Eng | Geo
საწყისი გვერდი   გვერდის რუკა   კონტაქტი
კორპორატიული პროფილი

„ლიბერთი კონსუმერ“ (LC ან „კომპანია“, ყოფილი “გალტ ენდ თაგგარტ კაპიტალი“) წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. LC ინვესტირებას ახორციელებს ქართულ კომპანიებში, რომელთა საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა, ყოველდღიური მოხმარების საქონელი, ბიზნეს მომსახურება და უძრავი ქონება.   ამგვარად, კომპანია წარმოადგენს ერთადერთ საინვესტიციო ინსტრუმენტს, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა საქართველოს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობაში და რომელიც სთავაზობს ინვესტორებს საქართველოში სწრაფად განვითარებადი სამომხმარებლო საქონლის და მომსახურების სფეროსთან დაკავშირებულ შესაძლებლობათა ფართო სპექტრს.

LC–ს გააჩნია საუკეთესო ბიზნეს შესაძლებლობები საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე, რასაც მოწმობს სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინვესტირებები თუ ინვესტიციიდან წარმატებულად გამოსვლა. კომპანიაში დასაქმებულია გამოცდილი საინვესტიციო ჯგუფი თანამშრომლებისა, რომლებიც ფლობენ სამომხმარებლო ბაზრის საფუძვლიან ცოდნას და გააჩნიათ წვდომა პოტენციურ ტრანზაქციებზე. კომპანია თავის ინვესტიციებს მართავს პრაქტიკული მოდელით, განსაზღვრავს სტრატეგიას და ძირითად მიზნებს, ახდენს კომპანიების გამჭვირვალე სტრუქტურირებას, არის ფოკუსირებული   ზრდაზე, ირჩევს შესაფერის კადრებს, ახდენს ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგების ოპტიმიზაციას, და ხელს უწყობს თავისი შვილობილი კომპანიების ურთიერთთანამშრომლობას.

LC–მ მოიზიდა დაახლოებით 20 მილიონი ლარი სამი “rights issue”-ს (კაპიტალის მოზიდვა არსებული აქციონერებისგან) მეშვეობით 2006 წლის ნოემბრის პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) შემდგომ. კომპანიას გააჩნია მნიშვნელოვანი წილი წამყვან საცალო ვაჭრობისა და ყოველდღიური მოხმარების სფეროში არსებულ კომპანიებში, როგორებიცაა მოწინავე საცალო ვაჭრობის კომპანია „პოპული“ , მოწინავე ღვინის მწარმეობელი კომპანია „თელიანი ველი“   და მოწინავე საკვები პროდუქტის მწარმოებელი კომპანია ,,ნიკორა .     LC ასევე დაეხმარა თავის პორტფელში შემავალ კომპანიებს სააქციო კაპიტალის განთავსებაში, იქნება ეს „თელიანი ველი“–ს დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) სავაჭროდ თუ „პოპული“–სათვის კაპიტალის ზრდის რამოდენიმე რაუნდი. LC მიზნად ისახავს მომავალში დახმარება გაუწიოს პორტფელში შემავალ კომპანიებს პოტენციური პირველადი საჯარო შეთავაზების წარდგენაში.
 
 
08.06.2011
ს.ს. "ლიბერთი კონსიუმერი"-ს აქციონერთა კრების დღის წესრიგი და რეკომანდაციები
13.05.2011
ს.ს. "ლიბერთი კონსიუმერი" აცხადებს აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ
01.09.2010
სს ,,ლიბერთი კონსუმერ" აცხადებს აქციონერთა მორიგი საერთო კრების ახალ დღის წესრიგს და რეკომენდაციებს
20.08.2010
სს "ლიბერთი კონზუმერი"-ს 2009 წლის აუდირებული კოსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება
05.08.2010
შემოთავაზება სს "ჯისი ჰოლდინგი"-ს სააქციო კაპიტალის წილზე (eng)
05.08.2010
შემოთავაზება სს "ენ ტური"-ს სააქციო კაპიტალის წილზე (eng)
ყველა სიახლე »