სს “კაუკაზუს ოტომოუტივ რითეილ” წარმოადგენს “Ssang Yong”–ის მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანების ავტორიზებულ დილერს საქართველოსა და სასომხეთში და “Daihatsu”–ს და “Subaru”–ს მსუბუქი ავტომობილებისა და მაღალი გამავლობის ავტომანქანების გაყიდვების აგენტს საქართველოში 2006 წლიდან. კომპანია ანვითარებს ორ ძირითად ხაზს: მსუბუქი ავტომობილებისა და მაღალი გამავლობის ავტომანქანების დისტრიბუციას და მომსახურებას “Pit-Stop LLC” მიერ (100 %-იან მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანია).კომპანია ფლობს 4,800 კვ.მ. მიწის ნაკვეთს აეროპორტის ტრასაზე, რომელზეც განთავსებულია შენობა–ნაგებობები, რომელთა საერთო ფართი შეადგენს დაახლოებით 2,500 კვ.მ. შენობებში განთავსებულია სადემონსტრაციო დარბაზები და ერთ–ერთი უმსხვილესი და ყველაზე კარგად აღჭურვილი სერვის ცენტრი საქართველოში, სადაც პროფესიონალთა ჯგუფი ემსახურება როგორც კერძო ისე კორპორატიულ კლიენტებს. ასევე მოქმედებს დიაგნოსტიკური ცენტრი და გასამართი სერვისი თითქმის ყველა ტიპის ავტომანქანისათვის.
2008 წელს LC-მ შეიძინა კომპანიის 30 % და “კაუკაზუს ოტომოუტივ რითეილ“–ის ხელმძღვანელობასთან ერთად აპირებს ითანამშრომლოს ავტომობილების წამყვან მწარმოებლებთან, რათა უფრო დივერსიფიცირებული გახადოს ბრენდების პორტფელი და მიიღოს კავკასიაში ავტორიზებული დისტრიბუტორის/დილერის სტატუსი რამოდენიმე სხვა ბრენდისგან.








