Eng | Geo
საწყისი გვერდი   გვერდის რუკა   კონტაქტი
კომპანია                            წილი %

სს „ინფო–ჯორჯია XXI“ წარმოადგენს პოპულარული „09“ სატელეფონო საინფორმაციო მომსახურების ოპერატორს თბილისში. 2008 წელს კომპანიამ დაიწყო მსგავსი მომსახურების შეთავაზება ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კომპანიაში 180 ადამიანზე მეტია დასაქმებული, მათ შორის 130 ოპერატორი.

კომპანია ახორციელებს თვეში საშუალოდ 350,000 კლიენტის სატელეფონო ზარის მომსახურებას და მას პირდაპირი კონტრაქტები აქვს დადებული საქართველოში მოქმედი კომპანიების უმეტესობასთან. საყოფაცხოვრებო ბაზარზე „ინფო–ჯორჯია XXI“ ოპერირებას ახდენს ტელეკომის ოპერატორების საშუალებით შემოსავლების გაყოფის საფუძველზე.

„ინფო–ჯორჯია XXI“-ს გააჩნია საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფა და ამაყობს თავისი უახლესი მონაცემთა ბაზით, რასაც აღწევს შემდეგი საშუალებებით:

•    მუდმივი საინფორმაციო ნაკადის მიღება სხვადასხვა წყაროებიდან, როგორიცაა, ტელეკომის ოპერატორები, პოლიცია და სხვ.
•    ინფორმაციის გადამოწმება რვა შტატიანი პასუხისმგებელი თანამშრომლის და 12 შტატგარეშე კონტრაქტორის მიერ
•    შემომავალი ინფორმაციის მუდმივი ჯვარედინი გადამოწმება 12 კონტროლერის მიერ.

კომპანია ფლობს თბილისში ფიქსირებული ხაზის ოპერატორის ლიცენზიას დაახლოებით 10,000 ნომრით და ჯერჯერობით მომსახურებას უწევს 3 კორპორატიულ კლიენტს. „ინფო–ჯორჯია XXI“- გახლავთ „0“ პრეფიქსის და საერთო ჩამრთველის მფლობელი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირით სხვადასხვა მომხმარებელს დაწყებული ტელეკომის ოპერატორებიდან დამთავრებული გადაუდებელი მომსახურებებით.

 
08.06.2011
ს.ს. "ლიბერთი კონსიუმერი"-ს აქციონერთა კრების დღის წესრიგი და რეკომანდაციები
13.05.2011
ს.ს. "ლიბერთი კონსიუმერი" აცხადებს აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ
01.09.2010
სს ,,ლიბერთი კონსუმერ" აცხადებს აქციონერთა მორიგი საერთო კრების ახალ დღის წესრიგს და რეკომენდაციებს
20.08.2010
სს "ლიბერთი კონზუმერი"-ს 2009 წლის აუდირებული კოსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება
05.08.2010
შემოთავაზება სს "ჯისი ჰოლდინგი"-ს სააქციო კაპიტალის წილზე (eng)
05.08.2010
შემოთავაზება სს "ენ ტური"-ს სააქციო კაპიტალის წილზე (eng)
ყველა სიახლე »