საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრი, შპს „ინტერტური“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული სააგენტო საქართველოში 20%-იანი საბაზრო წილით. კომპანია მუშაობს 20-ზე მეტ კორპორატიულ კლიენტთან და ჰყავს 80–ზე მეტი სუბ-აგენტი.„ინტერტური“ ფარავს ისეთ სეგმენტებს, როგორებიც არის კორპორატიული მოგზაურობა, გამავალი და შემომავალი ტურიზმი, ღონისძიებების მენეჯმენტი და პროტოკოლური მომსახურეობა. 2008 წელს „ინტერტური“–ს შვილობილი კომპანია „Holiday Travel” (100%-იანი შვილობილი) გახდა “flyLAL”-ის (ლიტვის ნაციონალური გადამზიდი) გენერალური გაყიდვების აგენტი საქართველოში.
2006 წლის სექტემბერში კომპანიამ შეიძინა „Holiday Travel”–ის 100%-იანი წილი და ამით გაიფართოვა კლიენტების ბაზა. 2007 წელს “ინტერტურ”-მა გაყიდა 21,000 თვითმფრინავის ბილეთი და 3,000 ტურისტული პაკეტი.
ამჟამად LC ფლობს “ინტერტური”-ს 84%-იან წილს. 2006 წელს კომპანიის წილის შესყიდვის შემდეგ, LC–მ თავისი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში, დაგეგმა კომპანიის ზრდის სტრატეგია და ტურისტული სააგენტო ოთხი ფილიალითა და თვითმფრინავის ბილეთების გაყიდვაზე ორიენტაციით აქცია დივერსიფიცირებული ტურისტული მომსახურების პროვაიდერად.








