სს „ნიკორა“ არის საკვები პროდუქტების მწარმოებელი მოწინავე კომპანია საქართველოში, რომლის წილი ხორცის პროდუქტების ბაზარზე შეადგენს დაახლოებით 55%–ს. კომპანია აწარმოებს 400 სახეობის პროდუქციას შვიდი ბრენდით (დაფასოებული თევზი, ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტები, ნაყინი, უალკოჰოლო სასმელები და ღვინო). „In-Trade“, „ნიკორა“–ს 100% შვილობილი კომპანია ახდენს რამოდენიმე ბრენდის ლუდის, უალკოჰოლო სასმელების და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოში.„ნიკორა“ ფლობს ორ საწარმოს - თბილისში და ფოთში (დასავლეთ საქართველო). კომპანიას ასევე გააჩნია თავისი საცალო ვაჭრობის ქსელი, რომელიც მოიცავს 70 მცირე ზომის მაღაზიას (43 თბილისში, 23 მათგანი კომპანიის მფლობელობაში და 37 საქართველოს რეგიონებში). ზემოდხსენებულ ქსელში წარმოებული გაყიდვები შეადგენს კომპანიის მთლიანი შემოსავლის 55%–ს. ამის გარდა, „ნიკორა“ აწარმოებს თავისი პროდუქტების დისტრიბუციას 2,000–ზე მეტ მესამე პირის მიერ ოპერირებად საცალო ვაჭრობის ობიექტში მთელი საქართველოს მასშტაბით.
კომანიის სტრატეგია მიზნად ისახავს წარმოების გაზრდას და გაფართოებას არა-ხორცეული პროდუქტების წარმოების მიმართულებით, პროდუქციის პორტფელის შემდგომ დივერსიფიკაციას და საცალო ვაჭრობის ქსელის გაფართოებას.
LC ამჟამად ფლობს 12%-იან წილს ნიკორაში .








