Eng | Geo
საწყისი გვერდი   გვერდის რუკა   კონტაქტი

„ენ–ტური“ წარმოადგენს წამყვან ტურ ოპერატორს საქართველოში, რომელიც ახდენს ჩარტერული რეისების ოპერირებას თურქეთში, ეგვიპტესა და ისრაელში და მომხმარებელს სთავაზობს ტურისტულ პაკეტებს 32 მიმართულებით (ძირითადათ ექსკლუზიური შეთავაზებებით თურქეთსა და ეგვიპტეში). კომპანიის პარტნიორი გადამზიდი კომპანიები არიან „საქართველოს ავიახაზები“ (“Georgian Airways”) და 2008 წლიდან “თურქეთის ავიახაზები” (“Turkish Airlines”).  „ენ–ტურ“–მა ასევე შეიძინა 70% -იანი წილი „Fresh Travel“–ში - ბიუჯეტურ ტურისტულ ოპერატორსა და სააგენტოში გამავალი და შემავალი ტურიზმის სექტორში, რომელიც ასევე არის ისრაელის ავიაკომპანია „Arkia“–ს გენერალური გაყიდვების აგენტი საქართველოში.

2008 წელს კომპანიამ დაარსა შვილობილი კომპანია საქართველოში შპს “ენ–ტურ ჯორჯია“ (100 %-იანი შვილობილი კომპანია), რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებას. ახლად დაარსებული კომპანია მომსახურეობას უწევს ინსტიტუციონალურ ბაზარს (სკოლები, ინსტიტუტები, კორპორატიული კლიენტები, სახელმწიფო და საზოგადოებრივი სააგენტოები) და ტურისტულ სააგენტოებს სთავაზობს შიდა ტურისტულ პაკეტებს.

კომპანიის სტრატეგიაზე დაყრდნობით, რომელიც გულისხმობს  შვილობილი კომპანიების დაარსებას ან შეძენას მეზობელ ქვეყნებში, „ენ–ტურ“–მა დააარსა შვილობილი კომპანია აზერბაიჯანში „NTA Ltd.”, (70%-იანი წილი), რომელიც აპირებს განავრცოს აზერბაიჯანში კომპანიის საქართველოში საქმიანობა.

2007  წელს „ენ–ტური“ მოემსახურა 6,700 მგზავრს, გაყიდა დაახლოებით 5,000 ტურისტული პაკეტი და განახორციელა 95 ჩარტერული რეისი.

2008 წელს LC-მ შეიძინა „ენ–ტურ“-ის 30%-იანი წილი, რათა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საქართველოში ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორის განვითარებაში. LC მიზნად ისახავს გაზარდოს კომპანიის პროდუქტების პორტფელი, განახორციელოს მომსახურე ბაზრების დივერსიფიცირება მეზობელ ქვეყნებში შვილობილი კომპანიების დაარსებისა და  საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარების მეშვეობით.

 
18.04.2016
შემოთავაზება სს „პრაიმ ფიტნეს“-ის საკუთრებაში არსებული უძრვი ქონების შესყიდვაზე
28.03.2016
სს ლიბერთი კონსუმერის 2015 წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება
05.09.2015
სს ლიბერთი კონსუმერის აქციონერთა რიგგარეშე კრების შედეგები (3/09/2015)
12.08.2015
სს ლიბერთი კონსუმერის რიგგარეშე აქციონერთა კრების დღის წესრიგი და რეკომენდაციები
17.07.2015
სს ლიბერთი კონსუმერის რიგგარეშე აქციონერთა კრების სააღრიცხვო თარიღის დადგენა
04.07.2015
აქციონერთა კრების შედეგები 24.06.2015 (ოქმი)
ყველა სიახლე »