Eng | Geo
საწყისი გვერდი   გვერდის რუკა   კონტაქტი
კომპანია                            წილი %

სს "პოპული" არის საქართველოში მოწინავე საცალო ვაჭრობის სუპერმარკეტების ქსელი.

დღესდღეობით "პოპული"–ს ქსელში შედის 40 სუპერმარკეტი. მთელი ქსელის წმინდა სავაჭრო სივრცე შეადგენს 15.637 კვ.მ. აქედან ათი არის "PopuliXL" ფორმატის მაღაზია, რომელთა საერთო წმინდა სავაჭრო სივრცე წარმოადგენს 9, 690 კვ.მ.; 25 მაღაზია არის სამეზობლო მაღაზიების ფორმატის, ხოლო 5 "Populi Express"-ის ფორმატის. 34 მაღაზია განთავსებულია თბილისში, ხოლო 6 დედაქალაქის გარეთ. ამის გარდა კომპანიას გააჩნია დაახლოებით 5,000 კვ.მ. ცენტრალური საწყობი, რომლითაც შეუძლია უზრუნველყოს 60–ზე მეტი მაღაზია 25,000 კვ.მ. წმინდა სავაჭრო სივრცით.

2005 წლამდე, სანამ LC ინვესტირებას მოახდენდა მასში, "პოპული" წარმოადგენდა საოჯახო ბიზნესს რთული და გაუმჭვირვალე კორპორატიული სტრუქტურით. კომპანიის აქტივებს შეადგენდა 12 ქსელური მაღაზია 2,000 კვ.მ. სავაჭრო სივრცით. LC დაეხმარა "პოპულ"-ს ბიზნესის რესტრუქტურიზაციაში, დამატებითი საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფაში, ფინანსური ანგარიშგების მოწესრიგებასა და ინსტიტუციონალური ინვესტორების მიერ წილობრივი ინვესტირების განხორციელებაში. დღეისათვის "პოპული"–ს აქციების 75% ინსტიტუციონალურ მფლობელობაშია და გადანაწილებულია ხუთ საინვესტიციო ფონდს შორის. LC აქედან ფლობს 20%-ს.

"პოპულ"-ს ჰყავს 300–ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი მომარაგებელი და 1,000–ზე მეტი თანამშრომელი. კომპანიის სუპერმარკეტების ქსელი მომხმარებელს სთავაზობს საკვები პროდუქტების ფართო სპექტრს საერთაშორისო მომწოდებლებისაგან, ადგილობრივი წარმოების პროდუქტებს, ახალ ხილს და ბოსტნეულს, პურეულს, ასევე ზოგ არა-საკვებ პროდუქტსაც.

 
08.06.2011
ს.ს. "ლიბერთი კონსიუმერი"-ს აქციონერთა კრების დღის წესრიგი და რეკომანდაციები
13.05.2011
ს.ს. "ლიბერთი კონსიუმერი" აცხადებს აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ
01.09.2010
სს ,,ლიბერთი კონსუმერ" აცხადებს აქციონერთა მორიგი საერთო კრების ახალ დღის წესრიგს და რეკომენდაციებს
20.08.2010
სს "ლიბერთი კონზუმერი"-ს 2009 წლის აუდირებული კოსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება
05.08.2010
შემოთავაზება სს "ჯისი ჰოლდინგი"-ს სააქციო კაპიტალის წილზე (eng)
05.08.2010
შემოთავაზება სს "ენ ტური"-ს სააქციო კაპიტალის წილზე (eng)
ყველა სიახლე »