სს „პრაიმ ფიტნესი“, დაარსებულია 2006 წელს და მის ერთადერთ მფლობელს წარმოადგენს LC. “პრაიმ ფიტნესი” წარმოადგენს ერთადერთ ფიტნეს და სპა ცენტრების ქსელს საქართველოში. “პრაიმ ფიტნესი” ფლობს შენობას, რომელიც მდებარეობს ელიტური საცხოვრებელი რაიონის შუაგულში, ერთ-ერთ პრესტიჟულ უბან - ვაკეში. ვაკეში მდებარე ფიტნესს ცენტრი აღჭურვილია კარდიოვასკულარული და მძლეოსნური ტიპის სავარჯიშო მოწყობილობებით, ისეთი მწარმოებლებისგან როგორიც არის „Nautilus“ და „Stairmaster“, ასევე ფიტნესისა და აერობიკის დიდი დარბაზებით, ფიტნესის პერსონალური ინსტრუქტორებით, საუნით, სოლარიუმითა და საცურაო აუზით. ფართის ნაწილი გაქირავებულია სამედიცინო ცენტრსა და სილამაზის სალონზე. ამჟამად ვაკის ფიტნესს კლუბს 600-ზე მეტი მუდმივი მომხმარებელი ყავს.
2008 წელს „პრაიმ ფიტნეს“–მა გახსნა ახალი ფიტნესს ცენტრი, რომელიც მდებარეობს გლდანის მეგა–ცენტრის მეორე სართულზე (გლდანი არის ერთერთი ყველაზე დიდი უბანი თბილისში 300,000-ზე მეტი მაცხოვრებლით) “PopuliXL” ფორმატის მაღაზიის თავზე. ფიტნეს ცენტრი გაშლილია 870 კვ.მ. ფართობზე, რომელიც ნაქირავებია სს “სბ უძრავი ქონებ”-ისგან. გლდანის ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს კარდიოვასკულარულ სავარჯიშო მოწყობილობას, აერობიკის დარბაზს, მასაჟის ოთახებს, საუნასა და სოლარიუმს.
„პრაიმ ფიტნეს“–მა მოიგო თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული საპრივატიზაციო აუქციონი კრწანისის სპორტულ კომპლექსზე, რომელიც განთავსებულია 1.4 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე და მდებარეობს ძველი თბილისის მიდამოებიდან 5 წუთის სავალზე. ასევე შესყიდულ იქნა კრწანისის სპორტულ კომპლექსში მდებარე თბილისის ჩოგბურთის კლუბის აქტივები 7 გარე და 4 დახურული ტენისის კორტით. „პრაიმ ფიტნესი“ გეგმავს კლუბის ტერიტორიაზე ჩოგბურთში საერთაშორისო შეჯიბრებების რეგულარულად მოწყობას, 2010 წლისთვის „პრაიმ ფიტნესი“ ასევე გეგმავს ააშენოს თანამედროვე სპორტული კომპლექსი FINA სტანდარტების საცურაო აუზით, მრავალმხრივი სავარჯიშო სპორტული დარბაზებითა და სპა საშუალებებით.








