საქართველოში მოწინავე ღვინის მწარმოებელი კომპანია, სს „თელიანი ველი“ დაარსდა 1997 წელს “სამარკო ღვინოების თელიანის მარნის” ბაზაზე, რომელიც აშენდა წინანდალში, თელიანის ვენახების მახლობლად 1954 წელს. „თელიანი ველი“–ს წილი ბოთლის ღვინის შიდა ბაზარზე შეადგენს 48%–ს (2007 წლის გაანგარიშებით), ხოლო საექსპორტო წილი – დაახლოებით 12%–ს (2007 წლის გაანგარიშებით), რაც წარმოადგენს კომპანიის მიერ მთლიანად წარმოებული პროდუქციის 65%-ს რომლის ექსპორტირებაც ხდება საზღვარგარეთ. 2007 წელს კომპანიამ აწარმოა 1.4. მილიონი ბოთლი, მაშინ როცა მისი საცავი იძლევა 4.5 მილიონი ლიტრის წარმოების შესაძლებლობას. LC-ის დამხარებით კომპანია გავიდა და ივაჭრება საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE: WINE) და ამჟამად თავისუფალ ვაჭრობაში იმყოფება აქციების 48%. 2007 წელს LC-ის მიერ “თელიან ველ“–ში ინვესტირების შემდეგ კომპანიის მთელი აქტივები კონსოლიდირდა ერთ ჰოლდინგურ კომპანიაში – სს „თელიანი ველ“–ში, რომელიც დღესდღეობით წარმოადგენს უმსხვილეს კომპანიას ღვინის წარმოების სფეროში, და თვით კომპანიის გარდა ასევე მოიცავს “Teliani Trading” და “Teliani Trading Ukraine” (ორივე შვილობილი კომპანია არის ჰოლდინგის 100%-ან მფლობელობაში და დაკავებულია “თელიანი ველი”-სა და მესამე პირების მიერ წარმოებული პროდუქციის დისტრიბუციით საქართველოსა და უკრაინაში), “Le Caucase LLC” (100 %-იან მფლობელობაში მყოფი ბრენდის მწარმოებელი) და “Cupa LLC” (70 %-იან მფლობელობაში მყოფი მუხის კასრების მწარმოებელი). ეს ყველაფერი “თელიან ველ”-ს აძლევს საშუალებას იყოს როგორც ჰორიზონტალურად ისე ვერტიკალურად ინტეგრირებული ბიზნესი და მოიცვას ვენახების განვითარება (“თელიანი ველი)”, მუხის კასრების წარმოება (“Cupa”), ღვინისა და ჭაჭის წარმოება (“თელიანი ველი“), ბრენდის წარმოება (“Le Caucase”), სადისრიბუციო ქსელი (“Teliani Trading” და “Teliani Trading Ukraine”); ასევე ლუდი “Heineken”-ის, არყების “SV” და “Medoff” და “Granini”-ის წვენების (“Teliani Trading”) იმპორტირება.
“თელიანი ველი”-ს (ფლობს 85 ჰექტარ ვენახებსა და მიწას ვენახების გასაშენებლად) სტრატეგია მიმართულია საქართველოს ბოთლის ღვინის ბაზარზე კომპანიის მდგომარეობის გაძლიერებისა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემდგომი გაფართოვებისაკენ.
“თელიანი ველი”-ს პროდუქციის ხაზი არის მრავალფეროვანი და ინოვაციური, მოიცავს რა ქართული ტრადიციული ღვინის სრულ სპექტრს და უცხოურრი და ქართული ყურძნის შერევის შედეგად მიღებულ პროდუქციას. გიორგი დაქიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოს საუკეთესო და ყველაზე უფრო კრეატიულ მეღვინედ თავის თაობაში, არის პასუხისმგებელი პროდუქციის განვითარებაზე.








