Eng | Geo
საწყისი გვერდი   გვერდის რუკა   კონტაქტი

ირაკლი ბურდილაძე 2007 წლიდან მუშაობს სს “საქართველოს ბანკ”-ში საოპერაციო დირექტორის თანამდებობაზე. მანამდე ბ-ნ ბურდილაძე გახლდათ “საქართველოს ბანკ”-ის ფინანსური დირექტორი და ძალზედ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, ბანკის წარმატებული და საქართველოში პირველი პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) წარდგენაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე (LSE) და სადებიუტო ევროობლიგაციების გამოშვებაში. ირაკლი ბურდილაძემ, როგორც დირექტორთა საბჭოს წევრმა თავის წვლილი შეიტანა “საქართველოს ბანკი”-ს მიერ უკრაინის კომერციული ბანკის წარმატებულ შესყიდვაში. “საქართველოს ბანკ”-ში მუშაობის დაწყებამდე ბ-ნ ბურდილაძე მუშაობდა ფინანსურ დირექტორად “GMT ჯგუფ”–ში, რომელიც არის წამყვანი კერძო სექტორის ინვესტორი საქართველოში, დაახლოებით 80 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალის ინვესტირებით 5 პორტფელში შემავალ კომპანიაში, რომლებიც ოპერირებენ სხვადასხვა სექტორში. “GMT ჯგუფ”–მა დაასპონსორა რამოდენიმე მსხვილი პროექტი საქართველოში, მათ შორის ძველი სასტუმრო “თბილისი”-ს გარდაქმნა სრული მომსახურების მქონე ფეშენებელურ “თბილისი მერიოტი”-ს სასტუმროდ; სასტუმრო “თბილისი ქორთიარდ მერიოტი”-ს და საქართველოში პირველი A კლასის საოფისე ფართების აშენება. “GMT ჯგუფ”–ში ირაკლი ბურდილაძე პასუხისმგებელი იყო ჯგუფში კაპიტალის მოზიდვაზე და ტრანზაქციების სტრუქტურირებაზე, ასევე პორტფელში შემავალი კომპანიების ყოველდღიურ ფინანსურ მართვაზე.

ირაკლი ბურდილაძეს მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში ჯონ ჰოპკინსის საუნივერსიტეტო სკოლისგან ვაშინგტონში, აშშ და ასევე მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის დიპლომი.


 მურთაზ კიკორია

გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსების დარგში საქართველოს ბანკში 2008 წლის აგვისტოდან მოღვაწეობს .   იგი ჯერ იყო გენერალური დირექტორის მოადგილე შესაბამისობის უზრუნველყოფის დარგში ხოლო 2011 წლის ივნისიდან გენერალური დირექტორის მოადგილე აქტივების მართვისა და სტრატეგიული პროექტების დარგში . 2009- დან 2011 წლამდე მურთაზი BG Bank- ის  ( საქართველოს ბანკის შვილობილი უკრაინული ბანკის ) გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა . 2005- დან 2007 წლამდე მურთაზ კიკორიას უფროსი ბანკირის თანამდებობა ეკავა ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკში (EBRD).   EBRD- ში მისვლამდე 2001-2005 წლებში მურთაზი ბანკების ზედამხედველობისა და რეგულაციის დეპარტამენტის უფროსია საქართველოს ეროვნულ ბანკში . მურთაზ კიკორიას ეკავა სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა გაერთიანებულ ქართულ ბანკში “ ( ახლანდელი ვი თი ბი ბანკი საქართველო “) და სილქროუდ ბანკში “ ( ახლანდელი სს ,, ბითიეი ბანკი საქართველო “) მურთაზ კიკორია BNB- ( საქართველოს ბანკის შვილობილი ბელარუსული ბანკის ) დირექტორთა საჭოს წევრია . მას მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსებისა და კრედიტის განხრით.



 

 

 

                                               
დევიდ ოტსბი