|
|
კორპორატიული პროფილი
„ლიბერთი კონსუმერ“ (LC ან „კომპანია“, ყოფილი “გალტ ენდ თაგგარტ კაპიტალი“) წარმოადგენს სააქციო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. კომპანიის საინვესტიციო პორტფელი ძირითადათ მოიცავს შემდეგ სექტორებს: საკვები პროდუქციით საცალო ვაჭრობა, ავტომობილებით საცალო ვაჭრობა, ტურიზმი და მოგზაურობა, რესტორნების ქსელები/კვების ობიექტები, ღვინო, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები, ფიტნესი.
LC–მ მოიზიდა დაახლოებით 20 მილიონი ლარი სამი “rights issue”-ს (კაპიტალის მოზიდვა არსებული აქციონერებისგან) მეშვეობით 2006 წლის ნოემბრის პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) შემდგომ. კომპანიას გააჩნია მნიშვნელოვანი წილი
წამყვან საცალო ვაჭრობისა და ყოველდღიური მოხმარების სფეროში არსებულ კომპანიებში, როგორებიცაა მოწინავე საცალო ვაჭრობის
კომპანია
„პოპული“
და მოწინავე ღვინის მწარმეობელი კომპანია
„თელიანი ველი“
.
LC
ასევე დაეხმარა თავის პორტფელში შემავალ კომპანიებს სააქციო კაპიტალის განთავსებაში, იქნება ეს „თელიანი ველი“–ს დაშვება საქართველოს საფონდო ბირჟაზე (GSE) სავაჭროდ თუ „პოპული“–სათვის კაპიტალის ზრდის რამოდენიმე რაუნდი.

|
|