Eng | Geo
საწყისი გვერდი   გვერდის რუკა   კონტაქტი
ტერმინი “თქვენ”, “თქვენი” ან “მომხმარებელი” აღნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც შედის ამ ვებ-გვერდზე (ვებ-გვერდი).

ტერმინი “ჩვენ” ან “ჩვენი” აღნიშნავს სს “ლიბერთი კონსუმერ”-ს.

ტერმინი “საქართველოს ბანკის ჯგუფი” აღნიშნავს სს „საქართველოს ბანკ“–ს (”ბანკი”) და სხვა კომპანიებს (“ლიბერთი კონსუმერ”-ის ჩათვლით, შეზღუდვის გარეშე), რომლებსაც იგი ამ დროისთვის მთლიანად ან ნაწილობრივ ფლობს.

გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ამ ხეკშეკრულების პირობები. ვებ-გვერდზე შესვლით თქვენ ხდებით ამ პირობების შესრულებაზე ვალდებული. ეს პირობები დროდადრო შეიძლება შეიცვალოს გაფრთხილების გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ. ჩვენ გაცნობებთ ამ პირობებისა და დებულებების ცვლილების შესახებ მათი ვებ-გვერდზე განთავსების გზით. თქვენს მიერ ვებ-გვერდის შესვლის და მოხმარების გაგრძელება ნიშნავს თქვენს მიერ ასეთ ცვლილებებზე თანხმობას.


მომხმარებლის ხელშეკრულება

 წინამდებარე ვებ-გვერდის მომხმარებლის ხელშეკრულება (“ხელშეკრულება”) არეგულირებს ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს, მათ შორის, თქვენს წვდომას ჩვენს მიერ მოწოდებულ გარკვეულ ელექტრონულ მომსახურებაზე, პროდუქტებსა და ინფორმაციაზე შეზღუდვის გარეშე. თუ თქვენ “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს მოქმედი კლიენტი ბრძანდებით, წინამდებარე პირობები დაემატება თქვენსა და ბანკს ან “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს სხვა კომპანიებს შორის არსებულ ხელშეკრულების/კონტრაქტის პირობებს და არ გააუქმებს თქვენსა და ბანკს, ან თქვენსა და “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს სხვა კომპანიებს შორის არსებულ ნებისმიერ სხვა ხელშეკრულებას ან მოლაპარაკებას, რომელიც არეგულირებს თქვენს ქცევას ან ურთიერთობას “საქართველოს ბანკის ჯგუფ“–თან. თუმცა, თუკი თქვენ დადებთ დამატებით ხელშეკრულებებს ინტერნეტ წვდომაზე (“წვდომის ხელშეკრულება”) “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს რომელიმე ერთეულთან, შესაძლოა ასეთი “წვდომის ხელშეკრულება” ჩაენაცვლოს ამ ხელშეკრულებას “წვდომის ხელშეკრულებაში” განხილულ საკითხებთან მიმართებაში.


ვებ-გვერდით სარგებლობა

 თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ამ ვებ-გვერდის წვდომისა და სარგებლობისთვის აუცილებელი ტელეფონის, კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის და სხვა ტექნიკის შეძენასა და ტექმომსახურებაზე. მონაცემთა და/ან ტექნიკის სათანადო დაცვა და შენახვა და სიფრთხილის შესაბამისი და სათანადო ზომების გატარება წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს თქვენი კომპიუტერის სკანირებას და დაცვას კომპიუტერული ვირუსებისგან ან სხვა დესტრუქციული მოვლენებისგან. მკაცრად გეკრძალებათ ჩვენი სისტემის და/ან ვებ-გვერდის არაავტორიზებული მოხმარება, მათ შორის (და არა მარტო) პაროლების ან ამ ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასწორი გამოყენება. ჩვენ ჩვენი შეხედულებისამებრ, შეგვიძლია შეგიჩეროთ წვდომა წინამდებარე ვებ-გვერდზე ან მოხმარება, და გავატაროთ ნებისმიერი სხვა ღონისძიება, რომელსაც საჭიროდ ჩავთვლით, ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, (და არა მარტო) თუ ჩვენ ჩავთვლით, რომ თქვენ არ დაიცავით ვებ-გვერდის მოხმარების პირობები.


არავითარი გარანტიები

წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის (“ინფორმაცია”) შემოწმება და განახლება ხდება ჩვენს მიერ, გულდასმით და სისტემატურად. ამის მიუხედავად, მონაცემები შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას შემოწმების დამდეგ პერიოდამდე. ვებ-გვერდზე განთავსებული ან მისი საშუალებით მიღებული ინფორმაცია მოწოდებულია “როგორც არის” და “როგორც ხელმისაწვდომია”, რაიმე სახის გარანტიის – გამოთქმულის ან ნაგულისხმევის - გარეშე, მათ შორის (და არა მარტო) საბაზრო მდგომარეობასთან, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობასთან ან დაუმახინჯებლობასთან მიმართებაში. მეტიც – არ არსებობს გარანტია, რომ ვებ-გვერდის ფუნქციონირება ხარვეზებისგან და ვირუსებისგან თავისუფალი და უწყვეტი იქნება.

ნებისმიერი დათარიღებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია მისი ამ თარიღისთვის არსებული ფორმით, დაუთარიღებელი – პირველად განთავსების ფორმით. ეს ინფორმაცია შესაძლოა გახდეს არასაიმედო მისი გამოქვეყნების შემდეგ საბაზრო ან ეკონომიკური ვითარების შეცვლის გამო. არც ჩვენ და არც “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს რომელიმე კომპანია არ არის ვალდებული განაახლოს ინფორმაცია ან მოსაზრებები ვებ-გვერდზე ან განაგრძოს ინფორმაციის შეთავაზება.

ჩვენ არ ვიძლევით (I) ინფორმაციის სიზუსტის, დროულობის, სისრულის ან სწორი თანმიმდევრობის გარანტიას ან (II) ინფორმაციის გამოყენების შედეგების გარანტიას. შესაბამისად, ჩვენ, ჩვენი ზემდგომები, დირექტორები, ხელმძღვანელი მუშაკები და თანამშრომლები, “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს კომპანიები, მათი ზემდგომები, დირექტორები, ხელმძღვანელი მუშაკები და თანამშრომლები, ან ინფორმაციის გამავრცელებელი სხვა პირები არავითარ შემთხვევაში არ ვიქნებით პასუხისმგებელნი ნებისმიერი სახის სპეციალურ, შემთხვევით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ან ირიბ ზარალზე; ან სარგებლობის, მონაცემთა ან მოგების დაკარგვით გამოწვეულ ნებისმიერ სხვა ზარალზე, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა გაფრთხილებული ზარალის შესაძლებლობის შესახებ; და ნებისმიერი პასუხისმგებლობის თეორიაზე, რომელიც გამომდინარეობს ან დაკავშირებულია ვებ-გვერდის გამოყენებასთან ან მიუწვდომლობასთან; ნებისმიერი ინფორმაციის უზუსტობაზე, რომელიც განთავსებული ან ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე ან გამომდინარეობს ნებისმიერი ინფორმაციიდან, რომელიც განთავსებული ან ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე.


არავითარი შეთავაზება

 წინამდებარ ვებ-გვერდზე არაფერი არ შეიძლება იქნას ახსნილი, როგორც დაჟინებული შეთავაზება, ან რეკომენდაცია რაიმე სახის ინვესტიციის განხორციელებაზე ან ინვესტიციის გამოთხოვაზე ან ნებისმიერი სხვა ტრანზაქციის განხორციელებაზე, საინვესტიციო კოსნულტაციასა და მომსახურებაზე. წინამდებარ ვებ-გვერდზე განთავდსებული არცერთი ინფორმაცია არ წარმოადგენს საინვესტიციო, იურიდიულ, საგადასახადო ან სხვა სახის რჩევას და არ შეიძლება მასზე დაყრდნობა საინვესტიციო ან სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღებისას. გარდა ამისა, არც ჩვენ და არც “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს რომელიმე კომპანია არ ახორციელებს კონკრეტული ინვესტიციის ადექვატურობის შეფასებას თქვენთვის ან ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის. ჩვენ (ჩვენი და „საქართველოს ბანკი“–ს კომპანიების ჩათვლით) არ ვახორციელებთ თქვენთვის ან ნებისმიერი სხვა ინვესტორისთვის კონკრეტული ინვესტიციის პოტენციური ღირებულების ან ინფორმაციის ნებისმიერი წყაროს ვარგისიანობის შეფასებას. ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების წინ თქვენ უნდა გაიაროთ შესაბამისი და კონკრეტული პროფესიული კონსულტაცია.


მესამე მხარის პროდუქტები და მომსახურება

ჩვენს მიერ ვებ-გვერდზე მოცემული ჰიპერტექსტის ბმულები მესამე მხარის ინტერნეტ ვებ-გვერდებზე, თუ ასეთი არის, მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნით და იმ მოსაზრებით, რომ ეს ინფორმაცია და/ან თემები შეიძლება სასარგებლო იყოს ვებ-გვერდის მომხმარებლებისთვის. ასეთი ბმულების განთავსება არ ნიშნავს დადასტურებას ან პასუხისმგებლობის აღებას ამ ვებ-გვერდებზე არსებულ მოსაზრებებზე, იდეებზე, პროდუქტებზე, ინფორმაციასა და მომსახურებაზე და ჩვენ კატეგორიულ უარს ვაცხადებთ ნებისმიერ ასეთ მტკიცებაზე. თქვენ სარგებლობთ ამ ბმულებით მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პირადი რისკით და ჩვენ არ ვიღებთ არანაირ პასუხისმგებლობას ასეთი ვებ-გვერდების შინაარსთან, გამოყენებასთან ან ხელმისაწვდომობასთან მიმართებაში. ჩვენ არ შეგვიმოწმებია ამ ვებ-გვერდების შინაარსის სინამდვილესთან შესაბამისობა ან სიზუსტე და არც იმის გარანტიას ვიძლევით, რომ ასეთ ვებ-გვერდზე ან შინაარსზე არ არსებობს საჩივრები საავტორო უფლებასთან, საფირმო ნიშანთან ან მესამე მხარეების უფლებების სხვაგვარ დარღვევებთან დაკავშირებით, ან რომ ეს ვებ-გვერდები ან მათი შინაარსში არ არის ვირუსის შემცველი. შესაბამისად, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას ან მტკიცებულებას, და არ ვაგებთ პასუხს, ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მიწოდებულ ელექტრონულ შინაარსზე, მათ შორის (და არა მარტო) სიზუსტეზე, თემაზე, ხარისხზე ან დროულობაზე. გარდა ამისა, ასეთ მესამე პირის ვერ-გვერდებს შესაძლოა გააჩნდეთ ჩვენი ვებ-გვერდისგან განსხვავებული კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკა ან უსაფრთხოების ღონისძიებები, ასე რომ მნიშვნელოვანია ასეთი ვებ-გვერდის კონფიდენციალურობის დაცვის პილიტიკის წაკითხვა.

არცერთ მესამე მხარესარა აქვს უფლება გააკეთოს რომელიმე სხვა ვებ-გვერდზე წინამდებარე ვებ-გვერდის ბმული ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.


მარეგულირებელი კანონი

 წინამდებარე ხელშეკრულებას არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, ცხოვრობთ და ახორციელებთ თუ არა საქმიან ურთიერთობას „ლიბერთი კონსუმერ“–თან საქართველოში ან სხვაგან, და თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ წინამდებარე ვებ-გვერდთან და ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ან მათ ნიადაგზე წარმოშობილი ნებისმიერი საქმის ან დავის გადაწყვეტის ექსკლუზიური იურისდიქცია ექნებათ საქართველოს სასამართლოებს. წინამდებარე ვებ-გვედი არ არის მიმართული და არც განკუთვნილი დისტრიბუციის ან გამოყენებისთვის ნებისმიერი პირის ან ერთეულის მიერ რომელიმე იურისდიქციაში ან ქვეყანაში, სადაც ამ ვებ-გვერდის გამოქვეყნება/ხელმისაწვდომობა/დისტრიბუცია/გამოყენება ეწინააღმდეგება ადგილობრივ კანონმდებლობას ან მარეგულირებელ აქტებს. თუ თქვენ გადაწყვეტთ წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებას, თქვენ ვალდებულება და პასუხისმგებლობაა შესაბამისი ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო კანონების დამორჩილება და თქვენს მიერ ამ ვებ-გვერდის ნებისმიერი გამოყენება ასეთ იურისდიქციებში მთლიანად თქვენი რისკით ხდება. კონკრეტულ სიტუაციებთან დაკავშირებით მითითებების მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ თქვენს იურიდიულ კონსულტანტს. თუ წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულება ძალადაკარგულია ან ვერ შედის ძალაში, დანარჩენი დებულებების სრული ძალით მოქმედება გრძელდება. ჩვენ ვიტოვეთ უფლებას, რომ ჩვენი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ შევცვალოთ წინამდებარე ხელშეკრულების პირობები და დებულებები ნებისმიერ დროს წინასწარი გაფრთხილების გარეშე.


შეზღუდული გავრცელების განაცხადი არა-ქართველი მომხმარებლებისთვის

 წინამდებარე ვებ-გვერდი უწინარეს ყოვლისა, გამიზნულია საქართველოს ბაზარზე ინვესტირების ან მომსახურების მიღებით დაინტერესებული მომხმარებლებისთვის. ამიტომ მასზე რეკლამირებული საინვესტიციო პროდუქტები და მომსახურებები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი კერძო კლიენტთათვის საქართველოს საზღვრებს გარეთ საგადასახადო ან სხვა მიზეზთა გამო. იმ საინვესტიციო რეკლამების და/ან განცხადებების ხასიათიდან და შინაარსიდან გამომდინარე, რომლებიც დროდადრო შესაძლოა განთავსდეს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ დამატებითი კონსულტაცია ან რეკომენდაციები იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო კონსულტანტებისგან.


საავტორო უფლება

წინამდებარე ვებ-გვერდის მთელი შინაარსი დაცულია 2008 წელს სს “ლიბერთი კონსუმერ”-ის მიერ და 2006 წელს სს „გალტ ენდ თაგგარტ კაპიტალი“–ს მიერ და მასზე არსებული ინფორმაცია არის მხოლოდ თქვენს მიერ პირადი სარგებლობისთვისა. ვებ-გვერდის შიგთავსის ნახვის, ასლის გადაღების და გავრცელების ნებართვა ექვემდებარება შემდეგ მოთხოვნებს: (I) შინაარსის გამოყენება შეიძლება მხოლოდ არა-კომერციული, საინფორმაციო მიზნებისთვის; (II) შინაარსის ან მისი ნაწილის ნებისმიერ ასლზე უნდა გაკეთდეს მითითება საავტორო ინფორმაციაზე; (III) ვებ-გვერდზე აღწერილი ნებისმიერი პროდუქტი, პროცესი ან ტექნოლოგია შეიძლება დაცული იყოს ინტელექტუალური საკუთრების და სხვა უფლებით სს “ლიბერთი კონსუმერ”-ის სახელზე და არ იყოს ლიცენზირებული. აღნიშნული პროდუქტები და მომსახურებ შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ქვეყანაში. ვებ-გერდზე წარმოდგენილი საავტორო ნამუშევრები, მათ შორის (და არა მარტო) დიზაინი, ტექსტი, ბგერითი ჩანაწერები და გამოსახულებები, თუ სხვაგვარად არაა სპეციალურად მითითებული, ეკუთვნის სს “ლიბერთი კონსუმერ”-ს, ან “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს ერთერთ კომპანიას. ვებ-საიტზე წარმოდგენილი ინფორმაციის ნებისმიერი სახით კოპირება, გამოსახვა, გავრცელება ან ხელახლა გავრცელება, მთლიანად ან ნაწილობრივ, ნებისმიერი საშუალებით ან მიზნებით (ქეშირების და კადრირების ჩათვლით), გაყიდვა, გადაყიდვა, ხელახალი გადაცემა ან მესამე მხარისთვის მიწოდება აკრძალულია ნებისმიერი ფორმით. ამ აკრძალვების შეუსრულებლობა წარმოადგენს დარღვევას, რომელიც გამოიწვევს დამრღვევის სამოქალაქო და სისხლის სამართლის პასუხისმგელობას.

სავაჭრო მარკა - სს “ლიბერთი კონსუმერ” - სს “ლიბერთი კონსუმერ”-ის მიერ რეგისტრირების პროცესშია საქართველოში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. წინამდებარე დოკუმენტში აღნიშნული ერთეულების დასახელებები, სავაჭრო ნიშნები და ლოგოტიპები მათი შესაბამისი მფლობელების მომსახურებას/სავაჭრო ნიშნებს წარმოადგენს.


საიდუმლოს დაცვის პოლიტიკა

 ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოდ დაცვა და იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენ გესმოდეთ თუ როგორ ვიყენებთ ამ ინფორმაციას. საიდუმლოს დაცვის ჩვენი პოლიტიკის მიზანია დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ როგორ ხდება თქვენს მიერ წინამდებარე ვებ-გვერდის საშუალებით ჩვენთვის მოწოდებული პირადი ინფორმაციის გამოყენება და შენახვა.


მონაცემთა დაცვა

ჩვენ შესაძლოა შევინახოთ და დავამუშავოთ თქვენი ინფორმაცია “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს კომპიუტერებში ან სხვა გზით. “თქვენს ინფორმაციაში” ჩვენ ვგულისხმობთ პერსონალურ და ფინანსურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ (I) ვიღებთ თქვენგან ან მესამე პირებისგან (როგორიცაა დამატებითი ბარათების მფლობელები, საკრედიტო სააგენტოები და სხვა ორგანიზაციები, როდესაც თქვენ მოგვმართავთ ანგარიშისთვის ან ნებისმიერი სხვა პროდუქტის ან მომსახურებისთვის), ან (II) ვიგებთ თქვენს მიერ თქვენი ანგარიშ(ებ)ის გამოყენებისა და მართვის, თქვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციების და თქვენს ანგარიშ(ებ)ზე განხორციელებული გადახდების საფუძველზე.

ჩვენ და „საქართველოს ბანკი“–ს ჯგუფის სხვა კომპანიები გამოიყენებენ თქვენს ინფორმაციას თქვენი ანგარიშ(ებ)ის მართვისთვის, ამონაწერების მოწოდებისთვის და მომსახურების გაწევისთვის, შეფასებისა და ანალიზისთვის (მათ შორის, საკრედიტო და/ან ქცევის ქულის მინიჭება; ბაზრისა და პროდუქტების ანალიზი; თქვენთვის გაწეული მომსახურების განვითარება და გაუმჯობესება, მაგ. თქვენი ინფორმირება პროდუქტების, მომსახურებისა და საინვესტიციო შესაძლებლობების (მათი და სხვების ჩათვლით) შესახებ), რომლებიც შეიძლება საინტერესო იყოს თქვენთვის. ჩვენ არ გავუმხელთ ამ ინფორმაციას არავის გარდა “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–სა , გარდა:

• საკრედიტო სააგენტოებისა და თაღლითობასთან მებრძოლი სააგენტოებისა, რომლებმაც შესაძლოა ჩაიწერონ, გამოიყენონ და გადასცენ ინფორმაცია სხვა კრედიტის გამცემებსა და დამზღვევებს. ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას შეფასებების გასაკეთებლად კრედიტისა და ყველა სახის დაზღვევისთვის, დავალიანებისთბის თვალყურის დევნებისთვის და თაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის;

• იმ პირებისა, რომლებიც მოქმედებენ როგორ ჩვენი აგენტები კონფიდენციალობის მკაცრი კოდით;

• ნებისმიერი პირისა, რომელსაც გადავცემთ ან შეიძლება გადავცეთ თქვენთან ჩვენი ან “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს ხელშეკრულებებით/კონრაქტებით განსაზღვრული ჩვენი უფლებები და მოვალეობები;

• კანონით ან მარეგულირებელი აქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა.

სხვა შემთხვევებში ჩვენ ვიცავთ თქვენს შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

თუ ჩვენ გადამცემთ თქვენს ინფორმაციას სერვის-პროვაიდერს ან აგენტს სხვა ქვეყანაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სერვის-პროვაიდერს ან აგენტს გააჩნდეს დაცვის იგივე დონე, რაც ჩვენ მოგვეთხოვება საქართველოში დაცულ ინფორმაციასთან მიმართებაში და გამოიყენოს თქვენი ინფორმაცია მხოლოდ ჩვენთვის მომსახურების გაწევის მიზნით. ჩვენ არ ვყიდით და არ ვვაჭრობთ თქვენი ინფორმაციით ან პერსონალური მონაცემებით ჩვენთან არააფილირებულ ორგანიზაციებთან. ჩვენ შესაძლოა დროდადრო გამოგიგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება, თუ თქვენ გვაწოდებთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართს, ან მოგიწოდებიათ იგი წარსულში. ჩვენთვის ვებ-გვერდის საშუალებით გამოგზავნილი ელექტრონული შეტყობინება დამუშავედება კლიენტსა და საზოგადოებასთან ურთიერთობასთან დაკავშირებული ჩვენი იურიდიული და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად.

თქვენ გაქვთ თქვენს პერსონალურ ჩანაწერებზე წვდომის უფლება. თუ მოისურვებთ ამ უფლების გამოყენებას, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. ამ მომსახურებისთვის შესაძლოა დაგერიცხოთ გადასახადი.


ინფორმაციის შეგროვება

ჩვენი ვებ-გვერდის ზოგიერთი განსაკუთრებული ფუნქცია მოითხოვს მათ გამოყენებამდე რეგისტრაციას. თუ თქვენ რეგისტრირდებით ან დარეგისტრირებული ბრძანდებით ჩვენი ონ-ლაინ მომსახურების მისაღებად, თქვენ გვაწვდით ჩვენ გარკვეულ პირად ინფორმაციას, როგორიცაა თქვენი სახელი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა, კომპანიის წევრობა და ტელეფონის ნომერი. რეგისტრაციის პროცესში თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არჩევანი და შექმნათ და შეინახოთ, შეცვალოთ ან წაშალოთ ინდივიდუალური მონაცემები, რომლებსაც შეიტანეთ წინამდებარე ვებ-გვერდზე. თქვენ აგრეთვე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი პაროლი.

ჩვენ შეგვიძლია ჩავიწეროთ თქვენსა და ჩვენს შორის სატელეფონო ზარები ან განვახორციელოთ მათი მონიტორინგი, რათა შეგვეძლოს ინსტრუქციების გადამოწმება და დარწმუნება, რომ ჩვენ ვაკმაყოფილებთ ჩვენი მომსახურების სტანდარტებს. ჩვენ, აგრეთვე, შესაძლოა გამოვიყენოთ თქვენი და ჩვენი სერვერის ურთიერთობის მონაცემები (კუკიზ ფაილები) – პატარა ფაილები, რომლებიც ინახება მომხმარებლს ხისტ დისკზე, როგორც მომსახურების ჩვეულებრივი ნაწილი, რაც იძლევა ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობას კლიენტებსა და მათი პრეფერენციებზე (რას ანიჭებენ უპირატესობას) და გამორიცხავს ონ-ლაინ რეჟიმში კლიენტის ანგარიშზე არა-ავტორიზებულ წვდომას. თუმცა, ჩვენ არ ვიყენებთ მონაცემებს (კუკიზ ფაილებს) კლიენტის პერსონალურ კომპიუტერში, რათა განვახორციელოთ პიროვნების მიერ ინტერნეტით სარგებლობის მონიტორინგი.


უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შენიშვნა

გთხოვთ დაიმახსოვროთ, რომ ინტერნეტ კომუნიკაციები არაა უსაფრთხო, თუ გაგზავნილი მონაცემები არ არის დაშიფრული. ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ რაიმე სახის პასუხისმგებლობა მესამე პირის მიერ არაავტორიზებულ წვდომასთან და/ან ინდივიდების მიერ “საქართველოს ბანკის ჯგუფი”–ს ოფისებში გაგზავნილ მონაცემთა დამახინჯებასთან მიმართებაში.

თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ ისეთ გარემოებებში, როდესაც წინამდებარე ვებ-საიტის გარკვეულ გვერდზე წვდომისთვის მოგეთხოვებათ იდენტიფიკაცია, თქვენ დაიცავთ ფართოდ ხელმისაწვდომ, შესაბამის უსაფრთხოების პროცედურებს და კონტროლის ღონისძიებებს, რათა თქვენს პაროლზე ან სხვა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციაზე წვდომა შემოფარგლოთ მხოლოდ ავტორიზებული პირებით. თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ არ გამოიყენებთ რობოტს, “სპაიდერს” (ძებნის აგენტს), სხვა ავტომატურ მოწყობილობებს ან მანუალურ პროცესს, ჩვენი ვებ-გვერდების მონაცემების ან მათი შინაარსის მონიტორინგისა და კოპირებისთვის, ან სხვა აკრძალული მიზნებისთვის, ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ინტერნეტით გაგზავნილი შეტყობინებების სრული დაცულობის გარანტია არ არსებობს, ვინაიდან მათ ემუქრებათ სხვის მიერ გადაქაჩვის ან დაკარგვის ან შესაძლო შეცვლის საშიშროება. ჩვენ არა ვართ პასუხისმგებელი მათზე, და არ ვაგებთ პასუხს თქვენს ან ვინმე სხვის წინაშე თქვენს მიერ ჩვენთვის ინტერნეტით გამოგზავნილ შეტყობინებებებთან დაკავშირებით მიღებულ ზიანზე და სხვ.

საიდუმლოს დაცვის წინამდებარე პოლიტიკის დებულებები არ ჩაენაცვლება იმ პირობებსა და დებულებებს, რომლებიც არეგულირებს თქვენს მიერ ვებ-გვერდით სარგებლობას. ამ ორს შორის ნებისმიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ასეთ პირობებსა და დებულებებს.


ჩვენთან დაკავშირება ამ ვებ-გვერდის თაობაზე

თუ თქვენ გაგაჩნიათ რაიმე შეკითხვები ან კომენტარები ამ ვებ-გვერდთან, ხელშეკრულებასთან ან საიდუმლოს დაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, გთხოვთ დაკვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.